ჩვენმა მოსწავლეებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს პიროვნულ განვითარებაში - გაიღრმავეს ცოდნა ზრდის აზროვნების (Growth Mindset) შესახებ.
ყველა განსხვავებულები ვართ და სხვადასხვა ძლიერი მხარე გვაქვს, მაგრამ მუდმივი ვარჯიშითა და გამოწვევების მიღებით განვითარება უსაზღვროა. სწავლა უბრალოდ ახალი უნარი კი არა, ცვლილებაა, როგორც ჩვენს ქცევაში, ისე ტვინის მუშაობაში.
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და დაწერეს შთამაგონებელი სამოტივაციო ციტატები.
ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება სკოლიდან თუ ყოველდღიური ცხოვრებიდან.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მაგალითები, სადაც ბავშვები „შინაგანი დიალოგის“ (Self-talk) სტრატეგიას იყენებდნენ და ერთმანეთს ახსენებდნენ, რომ სირთულეებთან გამკლავება ზრდის საუკეთესო საშუალებაა.
Growth Mindset