მისია
ჩვენი მისიაა შევქმნათ მზრუნველი და ინოვაციური საგანმანათლებლო გარემო, სადაც თითოეული მოსწავლე იძენს მყარ აკადემიურ საფუძველს, ივითარებს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს, არის დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მცოდნე და დამცველი. ჩვენი მიზანია, ქართული და შვეიცარიული საუკეთესო საგანმანათლებლო პრაქტიკების დანერგვით ხელი შევუწყოთ ციფრული სწავლების პრაქტიკის დანერგვას, გავზარდოთ მოაზროვნე, ინტერკულტურული, თანაგრძნობით აღსავსე და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, რომლებიც მზად იქნებიან წვლილი შეიტანონ თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში.
ხედვა
ჩვენი ხედვაა ვიყოთ განათლების ლიდერი, რომელიც გამოირჩევა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით, ტექნოლოგიური ინოვაციებით და ადგილობრივ და საერთაშორისო თემთან მჭიდრო კავშირით. ჩვენ გვსურს შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მოდელი, სადაც ბავშვების ცნობისმოყვარეობა, შემოქმედებითობა და ინდივიდუალური ნიჭი განვითარდება და სადაც თითოეულ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი და განავითაროს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისადმი პოზიტიური მიდგომა. სკოლა მიისწრაფვის გახდეს საგანმანათლებლო ინოვაციის ცენტრი, რომელიც ცვლის ტრადიციულ მიდგომებს და ქმნის მომავლის სკოლის მოდელს.
ჩვენი ხედვა მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება
საკლასო ოთახი პირობითი კომპონენტია. სწავლა ხდება არა მხოლოდ მერხთან, არამედ აქტიური გამოცდილებებით, კვლევით და აღმოჩენებით. ჩვენი მოსწავლეები იძიებენ რეალურ პრობლემებს, მუშაობენ პროექტებზე და თავად არიან საკუთარი სწავლის პროცესის მოქმედი პირები.
პერსონალიზებული სწავლება
სკოლაში არის საგანმანათლებლო გარემო, სადაც სწავლის გზა მორგებულია თითოეული მოსწავლის უნიკალურ საჭიროებებზე, ინტერესებსა და შესაძლებლობებზე. თანამედროვე ტექნოლოგიები და პედაგოგიური მიდგომები საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ინდივიდუალური სასწავლო გეგმები, რომლებიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს იმუშაონ საკუთარი ტემპით, განავითარონ თავიანთი ძლიერი მხარეები და დაძლიონ გამოწვევები.
ტექნოლოგიური ინოვაციები საგანმანათლებლო მიზნებისთვის
სკოლა იქნება ადგილი, სადაც მოსწავლეები ისწავლიან ციფრულ მოქალაქეობას და ტექნოლოგიების ეთიკურ გამოყენებას, რათა მოემზადონ მუდმივად ცვალებადი მომავლისთვის. სკოლაში სწავლის პროცესი წარიმართება ტექნოლოგიების ინტეგრირებით.
ინტერდისციპლინარული სწავლების პლატფორმა
სასწავლო პროგრამა იძლევა შესაძლებლობას მოსწავლეებმა დაინახონ კავშირები მათემატიკას, მეცნიერებას, ხელოვნებას, ლიტერატურას და სოციალურ მეცნიერებებს შორის. პროექტები და გამოკვლევები მოიცავს მრავალ დისციპლინას, რაც ხელს უწყობს კომპლექსურ აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას.
გლობალური სასწავლო საზოგადოება
ციფრული ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო პარტნიორობების მეშვეობით ჩვენი მოსწავლეები დაუკავშირდებიან თანატოლებს მთელ მსოფლიოში, გაეცნობიან სხვადასხვა კულტურებს და პერსპექტივებს, რაც განავითარებს გლობალურ ცნობიერებას და კულტურულ კომპეტენციებს.
ემოციური ინტელექტისა და კეთილდღეობის ცენტრი
სკოლაში ემოციური და სოციალური სწავლება ისევე ფასეულია, როგორც აკადემიური მიღწევები. ჩვენი პროგრამები მიმართულია მოსწავლეების თვითშემეცნების, თვითრეგულაციის, ემპათიისა და ჯანსაღი ურთიერთობების უნარების განვითარებისკენ. ჩვენი სკოლა იქნება ადგილი, სადაც მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი და სხვების ემოციების გაგებასა და მართვას.
მასწავლებელთა ინოვაციური საზოგადოება
სკოლაში მასწავლებლები არიან ლიდერები, მკვლევარები და ინოვატორები. ჩვენი მასწავლებლები მუდმივად იკვლევენ ახალ იდეებს, თანამშრომლობენ კოლეგებთან და ქმნიან ინოვაციურ პედაგოგიურ პრაქტიკას. მასწავლებელთა ამ დინამიურ საზოგადოებას აქვს შემოქმედებითი თავისუფლება და რესურსები ახალი მიდგომების განვითარებისა და დანერგვისთვის.
თემთან ინტეგრირებული საგანმანათლებლო ჰაბი
სკოლა არის არა იზოლირებული ინსტიტუცია, არამედ წარმოადგენს თემის ორგანულ ნაწილს. მოსწავლეები რეგულარულად უკავშირდებიან თემს პროექტებისთვის და სწავლობენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების (სსს) პროექტების მეშვეობით.
ჩვენი ხედვის რეალიზაციით, ჩვენ შევქმნით სკოლას, რომელიც არა მხოლოდ ამზადებს მოსწავლეებს მომავლისთვის, არამედ აქტიურად მონაწილეობს ამ მომავლის ფორმირებაში. სკოლას, რომელიც არის ტრანსფორმაციული ლიდერი როგორც მოსწავლეებისთვის, ისე საზოგადოებისთვის.
ღირებულებები
ჩვენი სკოლის ღირებულებები წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს კულტურას, გადაწყვეტილებებს და ყოველდღიურ საქმიანობას. ეს ღირებულებები გვაერთიანებს როგორც საგანმანათლებლო საზოგადოებას და გვიქმნის საერთო იდენტობას.
1. უწყვეტი განვითარება
ვაღიარებთ, რომ განათლება მოიცავს ბავშვის განვითარების ყველა ასპექტს - ინტელექტუალურს, ფიზიკურს, ემოციურს, სოციალურს და სულიერს. ვალდებული ვართ, შევქმნათ კურიკულუმი და გარემო, რომელიც თანაბრად უწყობს ხელს ყველა ამ სფეროს განვითარებას. სკოლაში მიღებული გამოცდილება განიხილება როგორც შესაძლებლობა ზრდისთვის სწრაფად ცვლილებად სამყაროში.
2. კვლევაზე დაფუძნებული სწავლება
ვახალისებთ ცნობისმოყვარეობას, კრიტიკულ აზროვნებას და ინტელექტუალურ გამბედაობას. ჩვენი პედაგოგები ქმნიან ისეთ სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ დასვან მნიშვნელოვანი კითხვები, გაეცნონ კომპლექსურ იდეებს. ჩვენ ვაფასებთ პროცესს ისევე, როგორც შედეგს და ვაღიარებთ, რომ შეცდომები და გამოწვევები შეადგენენ სწავლის მნიშვნელოვან ნაწილს.
3. მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია
ვაღიარებთ, რომ სხვადასხვა გამოცდილება, პერსპექტივა და იდენტობა ამდიდრებს სწავლის პროცესს. ვალდებული ვართ შევქმნათ ინკლუზიური გარემო, სადაც ყველა მოსწავლე, განურჩევლად სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის, კულტურული წარმომავლობის, უნარების, სწავლის სტილის თუ იდენტობის სხვა ასპექტებისა, იღებს მხარდაჭერას და აქვს წარმატების შესაძლებლობა.
4. თანამშრომლობა და საზოგადოება
მიგვაჩნია, რომ სწავლა არის სოციალური პროცესი და რომ ჯანსაღი ურთიერთობები აუცილებელია განათლებისთვის. ჩვენ ვახალისებთ თანამშრომლობას მოსწავლეებს შორის, მასწავლებლებს შორის და სკოლასა და ოჯახებს შორის. ვქმნით სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთისგან, იზიარებენ იდეებს და ავითარებენ სოციალურ უნარებს, რომლებიც მათ დასჭირდებათ ცხოვრებაში.
5. შემოქმედებითობა და ინოვაცია
ვაფასებთ შემოქმედებითობას და ვაღიარებთ, რომ ინოვაცია და გამოგონება წარმოადგენს XXI საუკუნის უმნიშვნელოვანეს უნარებს. მოსწავლეები წახალისებული არიან იფიქრონ, გამოხატონ საკუთარი თავი ხელოვნებისა და დიზაინის მეშვეობით, და მოიფიქრონ ორიგინალური გადაწყვეტილებები პრობლემებისთვის.
6. პასუხისმგებლობა
ვასწავლით მოსწავლეებს გააცნობიერონ თავიანთი ქმედებების შედეგები და განავითარონ პასუხისმგებლობის გრძნობა გარემოს, საზოგადოების და მომავალი თაობების მიმართ. კონკრეტული ქმედებებით ვასწავლით მოსწავლეებს პლანეტაზე ზრუნვას. მნიშვნელოვანია, აღვზარდოთ მოქალაქეები, რომლებიც დაფიქრდებიან თავიანთი ქმედებების შესახებ ეკოლოგიური თვალსაზრისით.
7. კეთილსინდისიერება და ეთიკა
ვახალისებთ ურთიერთობაში კეთილსინდისიერებასა და ეთიკურ ქცევას. მოსწავლეებს ვასწავლით იყვნენ გულწრფელნი, საიმედონი და ეთიკურები. სიმართლეს და ღირსებას ვაფასებთ როგორც ფუნდამენტურ ღირებულებებს და ვუდასტურებთ ამას პროფესიული პრაქტიკით. სკოლის პოლიტიკა ემყარება სამართლიანობის პრინციპებს.
8. ლიდერობა და მოქალაქეობა
ხელს ვუწყობთ ლიდერობის უნარების განვითარებას ყველა მოსწავლეში. ვასწავლით, რომ ჭეშმარიტი ლიდერობა არის ქმედება და რომ ყველას შეუძლია დადებითი ცვლილების მოტანა. მოსწავლეები სწავლობენ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, დემოკრატიულ პრინციპებს და აქტიურ მოქალაქეობას.
9. კეთილდღეობა და თვითზრუნვა
ვაღიარებთ, რომ ემოციური, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა არის საფუძველი ეფექტური სწავლისა და ბედნიერი ცხოვრებისთვის. სკოლა უზრუნველყოფს გარემოს, სადაც მოსწავლეები გრძნობენ თავს უსაფრთხოდ, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად. ვუვითარებთ მოსწავლეებს ისეთ უნარებს, როგორებიცაა მაინდფულნესი, თვითრეგულაცია და ეფექტური კომუნიკაცია, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღი და დაბალანსებული ცხოვრებისთვის.
10. სწავლისადმი სიყვარული
შთავაგონებთ მოსწავლეებს სწავლისადმი სიყვარულს მთელი ცხოვრების მანძილზე. ვაფასებთ ინტელექტუალურ ცნობისმოყვარეობას და ცოდნისკენ მუდმივ სწრაფვას. ვქმნით ისეთ სასწავლო გარემოს, სადაც სწავლა არის სახალისო, მასტიმულირებელი და დამაკმაყოფილებელი - არა მხოლოდ საშუალება მიზნის მისაღწევად, არამედ თავად ღირებული მიზანი
ეს ღირებულებები არ არის მხოლოდ დეკლარირებული პრინციპები, არამედ ისინი ვლინდება ჩვენი სკოლის ყოველდღიურ საქმიანობაში - როგორ ვასწავლით, როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან და როგორ ვაფასებთ პროგრესს.
მიღების პროცედურების დაწყების მიზნით, გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან დაგვიკავშირდით ტელეფონის მეშვეობით.
დარეგისტრირდი