ელექტრონული ჟურნალი
Skillwill
ჩვენ შესახებმისია და ღირებულებებიდირექტორის მისალმებადამატებითი სერვისებიმშობლებთან ურთიერთობასკოლის სტრუქტურაპოლიტიკის დოკუმენტები
მიღების პროცედურებიხშირად დასმული კითხვები
კლუბებიგასვლითი ღონისძიებებისკოლის ღონისძიებებიგაცვლითი პროგრამები
სკოლამდელი განათლების პროგრამადაწყებითი საფეხურის პროგრამა
Skillwill

უსაფრთხოება

პირადულობის დაცვის პოლიტიკაწესები და პირობები

კონტაქტი

კონტაქტიჩვენ შესახებრეგისტრაციაელექტრონული ჟურნალი

© 2026 Sist. ყველა უფლება დაცულია.

დაწყებითი საფეხურის პროგრამა

დაწყებითი საფეხურის პროგრამა

დაწყებით საფეხურზე სასწავლო პროცესი აღმოჩენებზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებს ეფუძნება და თქვენი ბავშვის სკოლაში ყოფნის დროს თავგადასავლად აქცევს. დაწყებითი საფეხურის მთავარი მიზნებია: ბავშვის ფსიქო-ემოციური განვითარება სწავლისადმი სიყვარულის განმტკიცება აკადემიური წარმატებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გაძლიერება მყარი აკადემიური საფუძვლის შექმნა

    თბილისის შვეციარიული საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის პროგრამა ეფუძნება საუკეთესო ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებს და აერთიანებს ქართულ ეროვნულ სასწავლო გეგმას, დაწყებითი საერთაშორისო კურიკულუმის (IPC)-ის პროგრამას და დაწყებითი საფეხურის ინგლისური ენის კემბრიჯის კურიკულუმს (The Cambridge Primary English curriculum). 

    სასწავლო პროგრამა თემატურ ერთეულებად არის დაყოფილი. თითოეული ცენტრალური თემა, მაგ. “სამყარო ჩვენ გარშემო”, “მისია მარსზე”, “შოკოლადი”, აერთიანებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, გეოგრაფიის, ისტორიის, მუსიკის, ხელოვნებისა და სპორტის საგნებს, აღვივებს ინტერესს ბავშვებში და ეხმარება, ყველა საგანი რეალურ სამყაროს დაუკავშირონ.

    წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი სკოლაში მოდის და ის უცებ მოგზაური ხდება. ისტორიაში კოლუმბს აღმოაჩენს, გეოგრაფიაში მის მარშრუტს რუკაზე გაივლის, მეცნიერებაში ვარსკვლავებით ნავიგაციას ცდის, ხელოვნებაში გემის მოდელს შექმნის, მათემატიკაში კი გამოთვლის, რამდენი დღე დაჭირდებოდა კოლუმბის მოგზაურობას. სახლში რომ მოვა, გეტყვით: „დე, იცი, შემიძლია გითხრა, საით არის ჩრდილოეთი, უბრალოდ მზეს თუ შევხედავ!"

    კრეატიული წიგნიერებისა და მართული კითხვის მეთოდები ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ფარგლებში წიგნირების განვითარებას უწყობს ხელს. 

    ქართული ენის სწავლებასთან ერთად, პირველივე კლასიდან მოსწავლეები ეუფლებიან ინგლისურ ენას დაწყებითი საფეხურის ინგლისური ენის კემბრიჯის კურიკულუმის საშუალებით. ხოლო მესამე კლასიდან ისინი სწავლობენ მესამე უცხოურ ენას - გერმანულს,ფრანგულს ან იტალიურს. 

    STEM განათლება 

    ჩვენ გვჯერა, რომ ცნობისმოყვარეობა, კრეატიულობა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარება ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს, STEM განათლება კი ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა. STEM, რომელიც აერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის საგნებს, ინტერდისციპლინური სწავლების მიდგომაა, რომელიც ჩვენს პატარა აღმომჩენებს კრიტიკულად მოაზროვნე და სწრაფად ცვალებადი სამყაროსათვის მომზადებულ ინდივიდებად აყალიბებს. 

    სკოლაში STEM ხორციელდება 

    • ექსპერიმენტების საშუალებით, რომლებიც ახალისებს მოსწავლეებს, იკვლიონ მათ გარშემო არსებული სამყარო.
    • ინტერდისციპლინური პროექტებით, რომლის ფარგლებშიც, მაგალითად, კოდირება მათემატიკას, ინჟინერია კი ხელოვნების საგანს უკავშირდება.
    • გაკვეთილებს მიღმა მრავალფეროვანი შესაძლებლობებით, როგორიცაა STEM-ის გენიოსების კლუბი, STEM კონკურსები და თემატური კვირეულები.
    • პარტნიორობა საქართველოში პირველ და ყველაზე მასშტაბურ ციფრული განათლების ჰაბთან - სქილვილთან (Skillwill). 
       

    მოსწავლეები ტექნოლოგიების არა  უბრალოდ პასიური მომხმარებლები არიან, არამედ ისინი სწავლობენ ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის, ეთიკურად, უსაფრთხოდ და კრიტიკულად გამოყენებას რეალური პრობლემების გადასაჭრელად.