I-VI კლასები
საგანმანათლებლო მომსახურების წლიური საფასური
საფასურის გადახდის ვადები
საგანმანათლებლო მომსახურების წლიური საფასური იყოფა ორ ტოლ ნაწილად და გადახდა ხორციელდება წელიწადში ორჯერ.
I სემესტრის სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს სკოლის მიერ მოსწავლის სკოლაში მიღების დადასტურებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 15 აგვისტოსი.
II სემესტრის სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 15 დეკემბრისა.
მომდევნო წლებში, ყოველი შემდგომი აკადემიური წლის I სემესტრის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს არაუგვიანეს წინა აკადემიური წლის 15 მარტისა, იმისათვის რომ მოხდეს მოსწავლის მომდევნო კლასში რეგისტრაცია.
შემოდგომის სემესტრზე, მოსწავლის ადგილის დასაჯავშნად, მშობელს შეუძლია გადაიხადოს საგანმანათლებლო მომსახურების წლიური საფასურის 10%, 1,250 ლარი. გადახდილი დეპოზიტი გამოაკლდება საგანმანათლებლო მომსახურების მთლიან ღირებულებას. გადახდილი დეპოზიტი არ ბრუნდება.
საშეღავათო პირობები
ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხიანი განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, SIST-ში მოქმედებს სპეციალური საშეღავათო პირობები:
გთხოვთ ჩამოტვირთოთ განაცხადის ფორმა და შევსებული გამოგვიგზავნოთ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად ელფოსტაზე: financialad@sist.ge
ჩვენ დაგეხმარებით ერთად შევქმნათ თქვენი შვილის მომავალი!
მიღების პროცედურების დაწყების მიზნით, გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან დაგვიკავშირდით ტელეფონის მეშვეობით.
დარეგისტრირდი