ელექტრონული ჟურნალი
Skillwill
ჩვენ შესახებმისია და ღირებულებებიდირექტორის მისალმებამშობლებთან ურთიერთობასკოლის სტრუქტურაპოლიტიკის დოკუმენტებიგალერეა
მიღების პროცედურებისწავლის საფასური და შეღავათები
დაწყებითი საფეხურის პროგრამა
კლუბებიგასვლითი ღონისძიებებისკოლის ღონისძიებებიგაცვლითი პროგრამები
Skillwill

უსაფრთხოება

პირადულობის დაცვის პოლიტიკაწესები და პირობები

კონტაქტი

კონტაქტიჩვენ შესახებრეგისტრაციაელექტრონული ჟურნალისაგანმანათლებლო მომსახურეობის საფასური

© 2026 Sist. ყველა უფლება დაცულია.

მიღების პროცედურები

თბილისის შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლაში I-VI კლასების მოსწავლეებს წინასწარ დადგენილი პროცედურების მიხედვით მივიღებთ თავისუფალი ადგილების გათვალისწინებით. 

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, დავადგინოთ მოსწავლის სასკოლო მზაობა, მისი ინდივიდუალური მახასიათებლები და აკადემიური დონე, რათა საუკეთესოდ მოვემზადოთ მასთან შესახვედრად. ჩვენი სკოლა ინკლუზიურია და მიღებისას არ მოახდენს დისკრიმინაციას რასის, სქესის, რელიგიის, კულტურისა და ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით.

სკოლა  დაწყებითი საფეხურის ავტორიზაციის პროცესშია და სწავლის დასაწყებად სექტემბრისთვის ემზადება.

SIST სასწავლო გრანტები

SIST სასწავლო გრანტები

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო ხარისხის განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. შესაბამისად, SIST_ში მოქმედებს 1. ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც განკუთვნილია ფინანსური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის 2. სასწავლო გრანტი განსაკუთრებული აკადემიური მოსწრების მქონე, აქტიური და მოტივირებული მოსწავლეებისათვის. საგრანტო პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით

1

ნაბიჯი 1:

მას შემდეგ, რაც გამოთქვამთ ინტერესს თქვენი შვილი ჩვენ სკოლაში შემოიყვანოთ, ჩვენი მიღების გუნდი დანიშნავს ტესტირებისა და გასაუბრების თარიღს მოსწავლისათვის. I კლასის მოსწავლეებთან ინიშნება მხოლოდ გასაუბრება ფსიქოლოგთან სასკოლო მზაობის დადგენის მიზნით. II-VI კლასების მოსწავლეებთან ინიშნება ტესტირება ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურში, ასევე გასაუბრება საფეხურის ხელმძღვანელთან.

2

ნაბიჯი 2:

მოსწავლის ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპის შემდეგ ინიშნება შეხვედრა მშობლებთან მოსწავლის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის მიზნით. 

3

ნაბიჯი 3:

ჩარიცხული მოსწავლის მშობლებთან ფორმდება საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულება და, ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სწავლის საფასურის გადახდის შემდეგ, მოსწავლე საბოლოოდ რეგისტრირდება სკოლაში. 

წინასწარი რეგისტრაცია

სკოლა დაწყებითი საფეხურის ავტორიზაციის პროცესშია და სწავლის დასაწყებად სექტემბრისთვის ემზადება.

დარეგისტრირდი