წელიწადში მოსწავლეებს 2 ექსკურსია აქვთ, რომლებიც სასწავლო პროგრამის განუყოფელი ნაწილია. ყოველი ექსკურსია კონკრეტულ სასწავლო მიზანს ემსახურება. მაგ. ჭუპრებზე დაკვირვება მეცნიერების გაკვეთილის აუცილებელი კომპონენტია. სათავგადასავლო ლაშქრობა კი კომუნიკაციის უნარების მიზანმიმართულ განვითარებას უწყობს ხელს.