
ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და კოლეგებო,
შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა თბილისში მოხარულია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას გამოცდილი და მუდმივად თვით-განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის მონაწილეობით იწყებს. შვეიცარიული საგანმანათლებლო სტანდარტების მიხედვით შექმნილი სასწავლო გარემო ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნული, პროფესიული და ტექნოლოგიური უნარების აღმოჩენასა და განვითარებას. ჩვენი მიზანია, მოსწავლეზე ორიენტირებული, ინოვაციური სასწავლო მიდგომების ინტეგრირებით აღვზარდოთ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში.
სკოლის სასწავლო მოდელი ეფუძნება STEM მიდგომას, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე განათლების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და ინოვაციურ მიმართულებას. ტრადიციული სწავლის მეთოდებისგან განსხვავებით, STEM ინტერდისციპლინარული ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას, რომელსაც მოსწავლეები სისტემურად და სიღრმისეულად დაუფლებიან.
ჩვენი სასწავლო გეგმა ითვალისწინებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ საგნობრივ კომპონენტებს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მათემატიკისა და უცხოური ენების გაძლიერებულ სწავლებაზე, რაც წარმოადგენს სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს. ჩვენი კურიკულუმის ინოვაციურობა გამოიხატება ისეთი მიდგომების გამოყენებაში, როგორებიცაა პროექტზე დაფუძნებული და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლება. სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება STEM სწავლებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ მოთხოვნებს. ყველა საკლასო ოთახი აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიული ტექნიკითა და უახლესი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით.
ჩვენი პედაგოგები არიან თავიანთ სფეროში გამოცდილი, პროგრესულად მოაზროვნე პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც სრულად იზიარებენ სკოლის საგანმანათლებლო ფილოსოფიასა და თანამედროვე სწავლების მოდელს.
სასწავლო პროცესის მიღმა, მოსწავლეებს ვთავაზობთ ექსტრაკურიკულურ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს მათ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. გარდა ამისა, მათ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ გაცვლითი პროგრამებით შვეიცარიაში არსებულ ჩვენს პარტნიორ სკოლებში.
ჩვენთვის, თითოეული მოსწავლე არის უნიკალური პიროვნება თავისი ინტერესებით, შესაძლებლობებითა და მიზნებით და ჩვენი პასუხისმგებლობაა, შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო გარემო, სადაც ის მაქსიმალურად შეძლებს საკუთარი თავის აღმოჩენას, განვითარებასა და წარმატებული მომავლისათვის მომზადებას.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში!
სკოლის დირექტორი:
მარიამ შურღაია