შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით, პირველად საქართველოში ტარდება მათემატიკის კონკურსი „გამო-ცადე“.
კონკურსი განკუთვნილია IV, V და VI კლასის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. კონკურსი ეყრდნობა საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადების საუკეთესო გამოცდილებას და მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და მსჯელობის უნარების გამოვლენასა და განვითარებას.
მონაწილეებს ელოდებათ: 100%-იანი, · 50%-იანი, · 30%-იანი სასწავლო გრანტი შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლაში და უამრავი სხვა საჩუქარი. ველით შეუპოვარ და მოტივირებულ მოსწავლეებს!
მათემატიკის კონკურსი