9th FEMO International Olympiad Winter Round-ს თბილისში წელს ოფიციალურად შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა უმასპინძლებს.
ეს არის საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადა, რომელიც აერთიანებს დაინტერესებულ მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
იმისათვის, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა საერთაშორისო ასპარეზზე თავდაჯერებულად იგრძნონ თავი, სკოლაში ფუნქციონირებს მათემატიკის საოლიმპიადო კლუბი, რომელსაც ხელმძღვანელობს საოლიმპიადო პროგრამის ხელმძღვანელი - გიორგი მანდარია
SIST-ის მოსწავლეები ემზადებიან ისეთი მაღალი რანგის კონკურსებისთვის, როგორიცაა FEMO, უღრმავდებიან რთულ მათემატიკურ საკითხებს და ივითარებენ არასტანდარტული ამოცანების ამოხსნის უნარებს.